ხოჯევანიშვილი კობახიძის ინტერვიუზე – ვუთანაგრძნობ “ოცნებაში” დარჩენილებს

ვუთანაგრძნობ “ქართულ ოცნებაში” იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი “მთავარი არხის” ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს.

ხოჯევანიშვილის თქმით, გახარიას გუნდი “ქართული ოცნების” მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

“არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონვე უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ჩვენ ეს მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუს დროს, ამიტომ შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვუთანაგრძნობ “ქართულ ოცნებაში” იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა და ასე რომ ვთქვათ გაგებით რომ მოეკიდნონ”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება