ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საგარეო კომიტეტის სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საგარეო კომიტეტის სხდომაზე – კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას ინიციატივას მოჰყვა, რომ დღის წესრიგს სუს-ის მიერ ფარული მოსმენები და მოსმენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩის განცხადება დამატებოდა.

ბოკუჩავა განმარტებებს ითხოვდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ დაიბარეს ევროკავშირში საქართველოს ელჩი საერთაშორისო პარტნიორებმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პასუხად მიიღო, რომ მიმდინარეობს გამოძიება და “ქართული ოცნების” დეპუტატები სხვა განმარტებას არ გააკეთებდნენ.

გარდა სუს-ის სკანდალური ფაილებისა, კომიტეტზე თინა ბოკუჩავამ რიგგარეშე არჩევნების საკითხიც დააყენა და თქვა, რომ თუ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევს, სტრატეგიულ პარტნიორებს ექნებათ მკაცრი რეაგირება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს – ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას
შემდეგი სტატიაგახარია: „შარშან იმედის დაკვეთით გორბმა იკადრა, რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო. მსოფლიოში ალბათ პირველად მოხდა. ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია.“