გახარია: „შარშან იმედის დაკვეთით გორბმა იკადრა, რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო. მსოფლიოში ალბათ პირველად მოხდა. ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია.“

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, რომელიც სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფება, ტელეკომპანია იმედის მიერ ,,გორბისთვის“ დაკვეთილ კვლევაზე გააკეთა კომენტარი და შარშანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ამ კომპანიამ „ოცნების“ ლიდერების პერსონალური რეიტინგების ნაცვლად, ლიდერების რეიტინგის საშუალო არითმეტიკული დადო და ამ შედეგებში არ ჩანდა ცალკეული ლიდერების რეიტინგი.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, რომელიც სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფება, ტელეკომპანია იმედის მიერ „გორბისთვის“ დაკვეთილ კვლევაზე გააკეთა კომენტარი და შარშანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ამ კომპანიამ ოცნების ლიდერების რეიტინგების ნაცვლად, ლიდერების რეიტინგის საშუალო არითმეტიკული რეიტინგი დადო.
,,რა გამახსენდა იცით – დაახლოებით ერთი წლის წინ ზუსტად იგივე ორგანიზაცია „გორბი“ იყო, და თუ არ ვცდები გორბის ხელმძღვანელი ფაჩულია სენაკელი უნდა იყოს სხვათა შორის – მაშინაც იმედმა დაუკვეთა კვლევა, სადაც საუბარი იყო ქართული ოცნების ლიდერების რეიტინგზე. და „გორბი“ ის ორგანიზაციაა , რომელმაც იკადრა, მსოფლიოში ალბათ პირველად – რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო. კვლევითი ორგანიზაცია რომელიც ლიდერების გასაშუალებულ რეიტინგს დებს – როგორ შეიძლება საერთოდ… იქ ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია.“- განაცხადა გახარიამ.
მსგავსი კვლევები გახარიამ ისეთსავე ინსტრუმენტად შეაფასა, როგორც პროპაგანდის, სიცრუისა და ცილისწამების მეთოდები.
„სამწუხაროდ , როგორც პროპაგნდისტულ მანქანას, აი ტყუილებს, ცილისწამებას იყენებენ – ზუსტად ასე იყენებენ აი ამ ვითომ რეიტინგებს იმისთვის , რომ ცრუ იმედები შექმნან. ნუ, გააგრძელონ! ამას ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს – მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან შეხვედრას რასაც ჩვენ ვაკეთებდით და გავაგრძელებთ.’’ – ამბობს გახარია.

banner
წინა სტატიაშიხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საგარეო კომიტეტის სხდომაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გადასცა