ხმაური და დაპირისპირება წყნეთის ქუჩაზე-დაკავებულები არიან ტრანსგენდერი ქალები

წყნეთის ქუჩაზე ხმაური, ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა.

მოგვიანებით დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ. ტრანსგენდერები სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიFBI-ს თანამშრომელი, რომელიც ISIS-ის წევრის საქმიანობას სწავლობდა, ტერორისტს ცოლად გაჰყვა
შემდეგი სტატიაპარალიზებული მაგისტრალი და სარკონიგზო ხაზი – მახინჯაურში ასწლოვან ნაძვი გადააქვთ