ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატანბაევმა ქვეყნის პრემიერი სოორონბაი ჯეენბეკოვის მთავრობის გადადგომის გდაწყვეტილება დააკმაყოფილა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, მთავრობის, რომელიც 4 პარტიისაგან შემდგარი კოალიციის შედეგად ჩამოყალიბდა, გადადგომის მიზეზი – კოალიციიდან სოციალ დემოკრატიული პარტიის გასვლა გახდა.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, ყოფილი პრემიერი და მინისტრები თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ, ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.