ხერხეულიძე – “ოცნება” მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის აზრით, “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, მთავარი ხვალინდელი დღეა, რადგან ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ.

ხერხეულიძემ ყველას სიმშვიდისკენ და ერთობისკენ მოუწოდა.

“ყველა თავმოყვარე პატრიოტმა უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დადგება ამის აუცილებლობა, გარწმუნებთ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩამოშლილია “ქართული ოცნება” და არ ეყოფა იმის ძალა, რომ ის დააკავონ, მაგრამ თუ ასეთი რაღაც მოხდა, შედგება თუ არა დაკავების აქტი ამას ვიხილავთ ერთად”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიდუმბაძე – ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე – რაც შეიძლება მეტი HA HA!