ხელისუფლებამ საპატრიარქო ბრიყვულად გამოიყენა – გოცირიძე

“ხელისუფლებამ საპატრიარქო ბრიყვულად გამოიყენა”, – ამ განცხადებას “ევროოპტიმისტების” ლიდერი გელათზე საუბრისას აკეთებს.

რომან გოცირიძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს გამოეხმაუერა, სადაც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი კულტურულ მემკვიდრეოიბაზე, სადაც სავალალო მდგომარეობაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ გელათის დანგრევის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” და პირადად თეა წულუკიანს ეკისრება.

საპატრიარქო გამოიყენეს ბრიყვულად. მათაც გაუხარდათ, რომ მთავრობიდან გადმოიბარეს, ასე ვთქვათ, ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის მოვლა-რეაბილიტაცია და მთავრობამ თითქოს დაიბანა ხელი. დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება”, პირადად თეა წულუკიანი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიასაც, რომელსაც არ შესწევს უნარი, ამ მძიმე საქმეს შეეჭიდოს და გინდა თუ არა, მაინც მოკიდეს ხელი”, – ამბობს გოცირიძე.

35-გვერდიანი ანგარიში და არც ერთი სიტყვა გელათზე – პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ განადგურების პირას მყოფი უძველესი სამონასტრო კომპლექსის შესახებ არაფერი უთქვამს.

დოკუმენტში ბევრი დაწერეს ერთი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ, თუ როგორ დადიოდნენ რეგიონებში, როგორ ამზადებდნენ ფინანსურ დოკუმენტაციას, თუმცა ბოლქვაძის კომიტეტი, რომელსაც წესით სამინისტროსთან მიმართებით საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია, გელათზე დუმს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უთხრა უარი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და ვოლტის კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო