“ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა”

ლელოს საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მენეჯმენტის თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ “პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო მოსახლეობას ბოდიშს მოუხდიდა”.

“მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ეს უნდა აღიარონ. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ მძიმე ეკონომიკური და პანდემიური პერიოდით, სადაც ადამიანს ყოველდღიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას იმ ე.წ. ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო, რომელიც მათ გვანახეს ბოლო 8 თვის განმავლობაში. ჩაკეტვა არის უკიდურესი ზომა, რომელიც არის მცდელობა იმ არაკომპეტენტურობის დასაგვირგვინებლად”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: მიტინგები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, თანაბარზომიერად დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი წარმოადგინა””