ბადრი ჯაფარიძე: მიტინგები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება

ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, დიდი მიტინგები,ალბათ აღარ გაიმართება.

გარდა ამისა, ხაზარაძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის გასაკონტროლებად საჭირო ზომები დროულად არ გადადგა. მან აგრეთვე, ახალი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ოპოზიციის წევრებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული.

“საზოგადოდ, შეზღუდვები, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში არის გარდაუვალი, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა. სამწუხაროა, რომ აქაც ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით. მივედით ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუ ასე განვითარდა სიტუაცია, არაინფიცირებული ადამიანი აღარ დაგვრჩება, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა არ გამოვიყენეთ. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ ყველა, როგორც ჩანს, ხელისუფლების იმედზე მაინცდამაინც ვერ ვიქნებით. ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კოვიდის გაგრძელება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს. ამავდროულად, გუშინაც მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით და იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაც.

პარალელურად უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით. ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან. ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში“პაციენტების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული დაყოვნების მიუხედავად, თითქმის ყველას შესაბამისი დახმარება ეწევა”
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა”