ხელისუფლება ამ ფორმით ოპონენტებს ებრძვის და ეს უკვე არაერთხელ ნანახი მეთოდია

ბართლომე შელიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ ფორმით ოპონენტებს ებრძვის და ეს უკვე არაერთხელ ნანახი მეთოდია. უგულავა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ბართლომე შელია არის გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი, წარმოადგენს ჩვენს პარტიას და აქვს მრავალმხრივი ბიოგრაფია. მისი დახასიათება საკმარისია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მოექცეს მათ ველურად. მათი სტილია ეს – მე მაქვს გამოცდილი, ამხელა ძიუდოისტი ჩამიდეს და მერე დამაბრალეს, რომ მე ვცემე. იგივე სცენარით ვითარდება სიტუაცია. მთავარია, რომ აღარავის ეშინია – ის ორმაგი სტანდარტი, რაცაა დამკვიდრებული, ბუმერანგივით მოუბრუნდება ოცნებას, ეს დააზიანებს მათ იმიჯს”, – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიჩხარტიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე სახლებიდან ველოსიპედები მოიპარეს