ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე სახლებიდან ველოსიპედები მოიპარეს

ზუგდიდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ერთ დღეში ორი ქურდობა მოხდა.ერთი საღამოს 6 საათზე და მეორე კი გვიან ღამით.

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ორივე ოჯახიდან ძვირადღირებული ველოსიპედია მოპარული. ორივე დაზარალებული ერთ ქუჩაზე ცხოვრობს.
” დიახ, ნამდვილად ძვირადღირებული ველოსიპედი ვუყიდეთ ჩვენს 9 წლის ვაჟს, ვიფიქრეთ ამ პანდემიის ჟამს ბავშვს გავახარებთქო, ეზოში დასეირნობდა და მოპარეს. ისეთი დროა,ღამე ფეხი რომ დაგჩეს,იმასაც წაიღებენ,ეს რა ცხოვრება დადგა”,- უყვება “თაიმერს” ერთ-ერთი დაზარალებული. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რადგან არცერთ დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ამ ფორმით ოპონენტებს ებრძვის და ეს უკვე არაერთხელ ნანახი მეთოდია
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესაძლო ბრალეულობას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს