ხაზარაძე – “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში.

“ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი გადაწყვეტილება, ოფიციალურადაც შეერთებოდა ამ დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში.

ამ ფონზე, “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას, ეს მაინც არ გამოუვა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ევროპული არჩევანის დამაზიანებელი ქმედებები. მათი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა ერთპიროვნული ძალაუფლების დათმობაა”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, დღეიდან არსებობს დიდი კონსენსუსი შეთანხმების მთავარი ნაწილის – ვადამდელი არჩევნების მიღწევის 43%-იანი ფორმულის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა მისი აგრესიისთვის პასუხი აგოს – ბაიდენი/ზელენსკის შეხვედრა
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა