აშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა მისი აგრესიისთვის პასუხი აგოს – ბაიდენი/ზელენსკის შეხვედრა

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს თეთრ სახლში უკრიანის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ კვალავც “მტკიცედ და ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაში”.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინა-ამერიკის ურთიერთობა ახლა იმაზე ძლიერი და ახლოა ვიდრე ოდესმე.

“21 -ე საუკუნეში ერებს არ უნდა ჰქონდეთ ნება ძალის გამოყენებით გადაიფორმონ საზღვრები. რუსეთმა დაარღვია ეს ძირითადი წესი უკრაინაში. სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და აირჩიონ საკუთარი ალიანსი. შეერთებული შტატები უკრაინას უჭერს მხარს და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა მისი აგრესიისთვის პასუხი აგოს. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოლაპარაკებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთ უკრაინაში და ჭეშმარიტად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში ომის დასასრულებლად.

განცხადების თანახმად, აშშ უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაუმტკიცებს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია:„თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“
შემდეგი სტატიახაზარაძე – “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას