ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ივანიშვილს პასუხი პირადად მოეთხოვება.

„ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა – ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა!

პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით. რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად. არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია: “მე ვარ 9 აპრილის მომსწრე… მახსოვს… ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა”
შემდეგი სტატიაგუშინ ღამით, სახლთან ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი შანიძე დააკავეს