ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს ეხმაურება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს ეხმაურება.

ხავიერ კოლომინას თქმით, ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, -წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიინჯია: ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის
შემდეგი სტატიამდინარაძე ზურაბიშვილს: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ?