ხატია დეკანოიძე: პარლამენტი გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად

ხატია დეკანოიძე დღეს დილით უეცრად ჩანიშნული უმრავლესობის სხდომას ივანიშვილის გუნდის შიშს უკავშირებს.
“როგორც კი სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ ივანიშვილის მსახურებს მოქალაქეების, დილასვე შეიპარნენ ამ შენობაში, რომელსაც იმდენად სიმბოლური დატვრითვა აქვს, რომ გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად ამ ქვეყანაში. მას შემდეგ რაც აქ ადამიანებს თვალები დათხარეს, დაშავდნენ ადამიანები, შედეგ გახარიას გაპრემიერების მერე ბიძინა ივანიშვილმა პროპროციული არცევნები უკან წაიღო – ეს არის უტიფრობის სიმბოლო. სწორედ ეშინიათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათთვის თვალებში ჩახედვის, ამიტომ დილას შეიპარნენ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი : ყველანაირად ვეცდები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“
შემდეგი სტატიაპარლამენტთან სსრკ დროშა დაწვეს