პარლამენტთან სსრკ დროშა დაწვეს

პარლამენტს მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ, სსრკ დროშა დაწვეს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხალხს არ უნდა, ქვეყანა დაბრუნდეს ტოტალიტარულ რეჟიმში და სწორედ ამიტომაა პროპორციული არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა.

„ისტორიის ცეცხლს უნდა მივცეთ ყველა დიქტატორი. ჩვენ სსრკ-ის აღდგენას არ დავუშვებთ და პროპორციული არჩევნები იდეალური სისტემაა, რომ აღარ მივიღოთ ახალი ივანიშვილი და ბელადი. ლენინიზმი და სტალინიზმი უნდა ჩაბარდეს წარსულს. ჩვენ ასე დავასრულებთ ყველა ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში – მშვიდობიანად, მაგრამ ისტორიის ცეცხლით“, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: პარლამენტი გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად
შემდეგი სტატიაჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ცდილობს ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას – აბესაძე