ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა კახა კუჭავას ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდებიან.

შეხვედრა კუჭავას სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული იმ განცხადების თაობაზე ხვდებიან, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, პარტია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

წინა სტატიაშიმიეცეს მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება – ექიმები აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაკაკაბაძე – სააკაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ, სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო ქალაქის საავადმყოფოში, რაზეც სტრასბურგმა, ბუნებრივია, უარი თქვა