კაკაბაძე – სააკაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ, სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო ქალაქის საავადმყოფოში, რაზეც სტრასბურგმა, ბუნებრივია, უარი თქვა

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო ქალაქის საავადმყოფოში, უარი უთხრა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ ჰქონდეს მუდმივი ინფორმაცია მის ჯანრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით, პატიმარს კი მოუწოდა, შეეწყვიტა შიმშილობა.

„24-საათიანი ვადის ფარგლებში სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელთან დაკავშირებით, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რადგან იყო მოშიმშილე, უნდა ყოფილიყო გადაყვანილი თითქოსდა ქალაქის სავაადმყოფოში, რაზეც სტრასბურგმა ბუნებრივია უთხრა უარი და არ დაუკმაყოფილა.

ასევე, სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ ჰქონდეს მუდმივი ინფორმაცია მის ჯანრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს და პატიმარს მოუწოდა, შეეწყვიტა შიმშილობა. ეს იყო სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსი, თუმცა ორივე მხარე – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სხვადასხვაგვარად კითხულობს ამ გადაწყვეტილებას.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, რომ მისი განთავსების ადგილი არის ის, რომელიც გადაწყვიტა სახლმწიფომ, ხელისუფლებამ და რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. რაც შეეხება ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას, ესეც კანონქვემდებარე მოვლენაა და ხდება იმ შემთვევაში, როდესაც დასაბუთებულად არსებობს იმისი ვარაუდი, რომ რაიმე სამედიცინო ღონისძიება პატიმარს ესაჭიროება და ეს სამედიცინო ღონისძება იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, რომელშიც ის არის განთავსებული, არ არის. ეს საჭიროება უნდა იყოს გამოწვეული სამედიცინო მოთხოვნებით და არა პოლიტიკური დაკვეთით, არა პატიმრის ნება სურვილზე და პატიმრის ხუშტურებით, სად, როოგრ სურს.

ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ის ამბობს, რომ ის ღონისძებები, რომლებიც სჭირდება სააკაშვილს და რომელიც შეიძლება, დასჭირდეს მას, შესაძლებელია განხორციელდეს ციხის საავადმყოფოში. და არავის იმაზე მეტად არ უნდა, რომ სააკაშვილი იყოს კარგად მდომარეობაში, როგორც ხელისუფლებას, რადგან ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებელი ხდება არა გვარამია, მისი ადვოკატი, არამედ ხელისუფლება“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა კახა კუჭავას ხვდებიან
შემდეგი სტატიადეკანოიძე „ოცნებას“ – ნუ აკეთებთ ინტერპრეტაციას, საერთაშორისო სასამართლოს ნორმების კითხვა ყველამ კარგად იცის