ხათუნა სამნიძე : კოალიციური გზა მცდარი აღმოჩნდა, რამაც ჩვენი ამომრჩეველი დააბნია

news
ავტ.: news ოქტომბერი 29, 2016 18:23

ხათუნა სამნიძე : კოალიციური გზა მცდარი აღმოჩნდა, რამაც ჩვენი ამომრჩეველი დააბნია

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ჟურნალისტებთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის შედეგად დავით უსუფაშვილმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სამნიძე ამბობს, რომ კოალიციური ერთობის გზა მცდარი აღმოჩნდა და რესპუბლიკელების მიერ თანამდებობების ბოლომდე შენარჩუნებამ მათი ამომრჩეველი დააბნია.

„არჩევნების შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის თუ მთავარი მრჩევლის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა. ასევე ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიცურ პარტიად, ხოლო ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, რომელზეც ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავიაროთ რეფორმები და ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებულები ჩვენ იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის წასვლას პარტიისთვის დიდ დანაკლისად მიიჩნევს და მას “ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციური და პროფესიონალ პოლიტიკოსს” უწოდებს.

ხათუნა სამნიძემ ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თინა ხიდაშელი.

news
ავტ.: news ოქტომბერი 29, 2016 18:23

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics