არჩევნების მეორე ტური 2229 საარჩევნო უბანზე გაიმართება – ცესკოში ბრიფინგი გაიმართა

არჩევნების მეორე ტურის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოში განმარტეს, რომ ხვალ არჩევნები 2229 საარჩევნო უბანზე გაიმართება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამომრჩევლის რაოდენობა 2 478 042-ია.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით, ხვალ დილის 8 საათზე ამომრჩევლის მისაღებად ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს გარკვეულ აკრძალვებზეც ისაუბრეს.

„კენჭისყრის დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. 30 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. დაუშვებელია ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენა,“ – განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : კოალიციური გზა მცდარი აღმოჩნდა, რამაც ჩვენი ამომრჩეველი დააბნია
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იბარებს და ეუბნება, რომ მართკუთხედებით შემოხაზონ 41