ხათუნა სამნიძე: 31-ში ის პოლიტიკური პარტიები შექმნიან კოალიციურ მთავრობას, რომლებიც ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ

გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა, მხარდამჭერებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ მიმართა.

“ჩვენს მხარეს არის ერთობა, ენერგია, მომავალზე ორიენტირება, თავისუფლება, პროგრესი და წინსვლა და ჩვენ გვერდით არის ძალა, რომელთან ერთადაც არის ზიზღი, სიძულვილი, ყოველდღიური მუქარა, ძალადობა რომელიც ნახეთ თქვენ, როცა მოდიოდით ჩვენთან, ეს არის ძალა რომელიც მარტოა” – ამბობს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ 31 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტიები შექმნიან კოალიციურ მთავრობას და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: 31 ოქტომბერი არის რეფერენდუმი, როცა უნდა გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვინდა
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ახლა გადასარჩენია საქართველო, ყველანი არჩევნებზე!