ნატო ჩხეიძე: 31 ოქტომბერი არის რეფერენდუმი, როცა უნდა გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვინდა

გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო დასკვნით აქციაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ხაშურის ქარელისა და გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ მიმართა და თქვა, რომ არჩევნების დღე გადამწყვეტია და ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი.

” შევეგუებით იმ ჩამოშლილ სახელმწიფოებრიობას, როგორსაც ახლა ვხედავთ, … იმ დაქცეულ ეკონომიკას, რომელიც ახლაა ჩვენს გარშემო, შევეგუებით ბორდერიზაციას? – არა და არა! აი ამიტომ, ეს იქნება არა მხოლოდ არჩევნები და ხმის მიცემა პოლიტიკური პარტიისა არამედ, არჩევნები ჩვენი შვილების, მოხუცების, დევნილების, ემიგრანტების, ვეტერანების მომავლისა” – ამბობს ნატო ჩხეიძე.

ნატო ჩხეიძის თქმით, 31 ოქტომბერი იქნება საქართველოსთვის შემობრუნების ისტორიული თარიღი, რისთვისაც თითოეული მოქალაქის ხმა მნიშნველოვანია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: 31-ში ის პოლიტიკური პარტიები შექმნიან კოალიციურ მთავრობას, რომლებიც ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ