ხათუნა ლაგაზიძე: მოასუფთავა ივანიშვილმა პოლიტიკური ველი და ძალიანაც კარგი ქნა!

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

„შეწყვიტეთ მოთქმა, ტირილი და აპოკალიპტური ვნებები,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ხათუნა ლაგაზიძე წერს.

მისივე თქმით, რომ გვკითხონ, სამოქალაქო, ჟურნალისტური და პოლიტიკური ელიტა გვქვია.
„დამთავრდა ერთი ციკლი განვითარების და იწყება მეორე: მოასუფთავა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველი და ძალიანაც კარგი ქნა. წავა ის, ვისაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ვინც საშველს მხოლოდ კონფორმიზმში ხედავს, ვინც საკუთარ ხალხთან მორიგების ნაცვლად პოლიტიკური გარიგებებით გადიოდა ფონს. საზოგადოება აუცილებლად იპოვის საკუთარ თავში ენერგიას და მოვა სხვა, თანამედროვე იდეებით და შემართებით. რამ შეგაშინათ და დაგაფრთხოთ ასე, რა კაპიტულანტური განწყობა გაქვთ, გადავირიე,“ – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიაპარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში ყრილობა მიმდინარეობს