ამ წუთებში პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში ყრილობა მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თავმჯდომარის, პაატა ბურჭულაძის შემცვლელის დასახელებაა. თუმცა, ამ ინფორმაციას პარტიის წევრები არ ადასტურებენ.
პაატა ბურჭულაძის თქმით, იგი რჩება პარტიაშიც და პოლიტიკაშიც და დღევანდელი ყრილობის ერთ-ერთი მთავარი თემა პარტიის რეორგანიზაცია იქნება.
აღსანიშნავია, რომ დავით ჯანდიერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, იგი პარტიაში რჩება.