ხათუნა გოგორიშვილი: „ოცნება“ ტყუის, როცა ცვლილების მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ტყუის, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.

“ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მთავარ არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნევა. ანუ, ის, რომ ოლქებში ამომრჩეველთა შორის არათანაბრობაა. ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან საკონსტიტუცი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ოლქებს შორის განსხვავება ძირითადად 10% და გამონაკლის შემთხვევაში 15% უნდა იყოს. წარმოდგენილი კანონპრეოქტით, რომელიც დღეს იქნა ინიცირებული, განსხვავება 805-საც აჭარბებს”, – ამბობს გოგორიშვილი.

პარლამენტის ბიუროს დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება. პროექტი 73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალი სქემის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს.

მმართველი გუნდის განცხადებით, შემუშავებული მოდელით მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამორჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სამწლიანი მუშაობის ანგარიშის გასაშუქებლად 611 500 ლარს დახარჯავს
შემდეგი სტატიათბილისში სულ 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება