„კეთილი ინებოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“ – ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას შესახებ

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასა და 29 ჰექტარ მიწაზე გამოცხადებულ აუქციონს გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საკრებულოში ამ საკითხზე მსჯელობას ქალაქის მერი დაესწროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„ქალაქის მერს დავით ნარმანიას ამ ორი კვირის განმავლობაში ამ ძალიან მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ უთქვამს. ამდენად, მე ძალისხმევას არ დავაკლებ იმ საკითხს, რომ თბილისის საკრებულოში მოეწყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვა და თბილისის მერი, კეთილი ინებოს ამ ადამიანმა, მოვიდეს საკრებულოში და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად გამართულ საკრებულოს სხდომას დაესწროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამ საკითხს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, ირაკლი აბესაძე. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა ნებისმიერ პროტესტს შეუერთდეს უკანონობის წინააღმდეგ.

„ამ უკანონო მოქმედებით, რაც ხდება ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თანაბრად აზიანებს ყველას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციისა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პროტესტს შევუერთდეთ, რომელიც მიმართული იქნება ამ უკანონობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა აბესაძემ.

შეგახსენებთ, 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს მასშტაბური აქცია დააანონსა თბილისი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებისა და 39 ჰექტარზე გამოცხადებული აუქციონის გამო.

banner
წინა სტატიაში“ვითვლით ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა”
შემდეგი სტატიააქტივისტებმა აშშ-ს სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში რამდენიმე საათით არ შეუშვეს