აქტივისტებმა აშშ-ს სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში რამდენიმე საათით არ შეუშვეს

აშშ-ს სამხედრო ტექნიკა მოლდოველმა აქტივისტებმა, რამდენიმე საათით არ შეუშვეს ქვეყანაში – ტექნიკა სამხედრო სწავლებების ჩასატარებლად მიდის მოლდოვაში.
სამხედროებს გზა “სოციალისტური პარტიის” ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაუკეტეს. მათი წარმომადგენლის, იგორ დოდონის თქმით, აქტვისტებმა ამერიკელ ჯარისკაცებს დოკუმენტები შეუმოწმეს და მათ პროფილაქტიკური საუბარი ჩაუტარეს. აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ ლოზუნგს “მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა” და “ჩვენ ნატო არ გვინდა”.

ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სამხედრო კოლონამ გზა გააგრძელა. აქციამ შეტაკების გარეშე ჩაიარა.
შეგახსენებთ, რიმ მოლდოვაში 3-20 მაისი ნატო-მოლდოვას ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„კეთილი ინებოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“ – ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას შესახებ
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე: რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, დანარჩენებიც მიყვებიან იმას და რატომ?