კერესელიძე: იმედი გვაქვს, თვითმმართველობის არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელ პროცენტს მივიღებთ

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. ამის შესახებ კერესელიძემ ჟურნალისტებს პარტიის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

„მნიშვნელოვანი არჩევნებია იქედან გამომდინარე, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმის ტოლფასია. ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 43%-ს “ქართული ოცნება” ვერ აიღებს. ეს თავისთავად აყენებს დღის წესრიგში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება ჩვენს მონაწილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ვიღებთ მონაწილეობას და ყველა არჩევნებში, რომელიც საქართველოში ჩატარდება, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ სხვა, თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა კერესელიძემ.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ყოფილი პრემიერის ახლად დაფუძნებული პარტია “ქართულ ოცნებას” უმრავლესობის ფორმირებაში, კერესელიძემ უპასუხა: “ჯერ არჩევნები ჩატარდეს! ჩვენ გვაქვს დიდი იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ქართველი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაბამის ლეგიტიმაციას და მანდატებს მისცემენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დამაჯერებელ პროცენტს მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში”,- განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი
შემდეგი სტატიასაბანაძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე გახარიას მეგობრის სტატუსით იმყოფებოდა