საბანაძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე გახარიას მეგობრის სტატუსით იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე ის გიორგი გახარიას მეგობრის სტატუსით იმყოფებოდა.

როგორც საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარტიის წევრი არ არის.

„პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკოსები გააკეთებენ. აქ ვიყავი როგორც მხარდამჭერი. პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ. მომავალზე მომავალში ვილაპარაკოთ”,- განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკერესელიძე: იმედი გვაქვს, თვითმმართველობის არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელ პროცენტს მივიღებთ
შემდეგი სტატიაგახარია თბილისის მერობის კანდიდატურაზე – ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს