კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ ღონისძიებაში, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ეხმაურება ჩინეთში ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმზე გადაღებული ფოტოს შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მასთან და სხვა დელეგაციების წევრებთან ერთად თითქოსდა იმყოფება აფხაზეთის დელეგაციის წევრი. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ასევე ეხმაურება მისი ხელფასის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცისაც:

“აფხაზეთის დელეგაცია ბიზნესფორუმში არ მონაწილეობდა. ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყო ფოტოზე წარმოდგენილი სენერ გოგუა. მისი ვინაობა მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შევიტყვე.

რაც შეეხება ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობას, რომელთაც სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიუღიათ, საქმიანი ვიზიტების დროს მათთან ურთიერთობა თუ მომიწევს, მზად ვარ, ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო.

კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ ღონისძიებაში, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო-აცხადებს საგანელიძე.

 

banner
წინა სტატიაშიავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე
შემდეგი სტატია„საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ