კასანოვის თქმით, არ არიან უფლებამოსილი ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ გამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხონ

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასანოვი აცხადებს, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ გამოსვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხი გასცეს.

ამის შესახებ ანდრეი კასანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონკრეტულ პასუხს გაგცემთ. საქართველოში უკრაინის საელჩო არ არის უფლებამოსილი, ამ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. ასევე მოგმართავთ, რომ ასეთი შეკითხვები უშუალოდ მათ დაუსვათ“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

banner
წინა სტატიაშიკასანოვი: ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან
შემდეგი სტატიალვოვის ცენტრში ბავშვის 109 ცარიელი ეტლი დადგეს