კარლ ჰარცელი – ვნახოთ, რას მივაღწევთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, ვიმედოვნებთ, რომ იქნება ურთიერთგაგება

ძალიან დადებითად ვარ განწყობილი იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მეორე რაუნდი დღეს გაიმართება.

როგორც ჰარცელმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე.

„მოვუყევი მათ ამჟამინდელ ვითარებაზე, მათ შორის პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე, თუ რა იქნება შემდეგი. დიალოგის შინაარსზე, რომელსაც ჩვენ ვუწყობთ ხელს. ასევე ვესაუბრე უფრო ფართო საკითხებზე, რათა პარლამენტარებს ჰქონოდათ კარგი საწყისი მათ ქართველ კოლეგებთან შეხვედრების დროს.

მოხარული ვარ გასულ კვირას შეხვედრის გაგრძელებით. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია. ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია. ასევე მოხარული ვარ, რომ შედგა შეხედულებების გაცვლა ბოლო დიალოგის დროს. ვნახოთ, რას მივაღწევთ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, სადაც მხარეები და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ იქნება ურთიერთგაგება“,- განაცხადა ჰარცელმა.

 

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის რეგიონში 9 დეკემბრიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება