კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ასევე აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

banner
წინა სტატიაში„აბა, ომი გინდათ?!“ – ჩაფლავებული პუტინური დემაგოგია
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 32 950 რუსი ჯარისკაცი მოკლეს