კარლ ჰარცელი აჭარას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

„გვიხარია, რომ ისევ დავბრუნდით ულამაზეს ბათუმში. მოვინახულებთ პროექტებს, შევხვდებით ადგილობრივებს და დავტკბებით ულამაზესი ბუნებით. ხვალ ქედაში გადავინაცვლებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ორდღიანი ვიზიტი აჭარაში გუშინ დაიწყო. კარლ ჰარცელი უკვე შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ელჩმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების წარმატებით დაწყებაც მიულოცა.

ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელჩის შეხვედრები ეკონომიკის, სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 607, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 109, იმერეთში – 103
შემდეგი სტატიასაქსტატი – საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით გაიზარდა