კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 607, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 109, იმერეთში – 103

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 103, ქვემო ქართლი – 57, შიდა ქართლი – 40, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 486, იმერეთში – 542. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 – თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 33.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 724 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 515 პირი, აჭარაში – 1 483, იმერეთში – 1 583“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 467 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი აჭარას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს