„კანონი და სამართალი“ იუსტიციის სამინსტრომ რეგისტრაციაში ოფიციალურად გაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალი“ რეგისტრაციაში გაატარა, – ამის შესახებ „თაიმერს“ პარტიიდან აცნობეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, პარტიამ იუსტიციის სამინისტროს 2000-მდე წევრის სია წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ „კანონი და სამართალი“ ერთი თვის წინ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარე პუბლიცისტი თაკო ჩარკივიანია.

„კანონი და სამართალი“, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგის პარტიიაა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრია.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაადვოკატი ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსახიობი გამოძიებასთან ითანამშრომლებს