კანადამ თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

კანადამ 35 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ გააკეთა. საუბარია რუს პროპაგანდისტებზე, რომელბიც კრემლის ნარატივს და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც კანადის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ე.წ. შავ სიაში მომხდარი პირები და ორგანიზაციები ეხმარებიან რუსულ რეჟიმს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების ძირის გამოთხრაში, რომლებიც ამას “კრემლის ნარატივს” გავრცელებით აკეთებენ.

სასანქციო სიაში მოხვდა პროპაგანდისტული ტელეარხი ზვეზდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ასევე რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები.

banner
წინა სტატიაშიაშშ: რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევა იქნება. ჩვენ ამას ვეთანხმებით
შემდეგი სტატიაიტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა