კალანდიამ ჩვენება მეხუთედ შეცვალა – ვინ ახდენს ზეწოლას მოზარდების მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 18:47

კალანდიამ ჩვენება მეხუთედ შეცვალა – ვინ ახდენს ზეწოლას მოზარდების მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე

არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე და კიდევ ერთხელ შეცვლილი ჩვენება – საქმის მთავარმა მოწმემ, მიხეილ კალანდიამ დღეს ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა. საქმეში კალანდიას სულ 5 ჩვენებაა. ხუთივე ერთმანეთისგან განსხვავებული.

წინა სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდიას ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი, რამდენიმე პროკურორთან ერთდ შეხვდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეხვედრის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კი ეჭვობს, რომ კალანდიაზე ზეწოლას ახორციელებენ. სარალიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ყოფილი პროკურორი მოწმეს ნამდვილად შეხვდა.

„შეცვალა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. სამწუხაროდ უკვე ფიცის ქვეშ. წინა პროცესზე რაც განაცხადა, რომ იძალადეს ჩემზეო ეს მოვიგონეო ასე განაცხადა, დღეს უკვე დეტალურად ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას ჩემს შვილს და ლევანს. წინა ჩვენებაზე მოვიგონე ყველაფერი ჩემი მეგობრების დასაცავადო, დღეს ორივე ბრალდებულს დაადო ხელი, რომ ორივეს ეჭირა დანაო.

“ჩემი აზრით ზეწოლას ახორციელებენ ძალიან კარგად… არ ვიცი ვინ, ძალოვანი უწყებები სხვა ვინ უნდა იყოს. ეს ბავშვი თვითონ ვერ მოიფიქრებდა რომ წინა პროცესის ჩვენება შეეცვალა. რა სინდისმა შეაწუხა? მაშინ ვის მიმართ შეაწუხა სინდისმა? თუ წინა პროცესზე მეგობრებს იცავდა, ახლა ვის იცავს ჩემს შვილს და ლევანს?“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

კალანდიას დაკითხვა სასამართლოს დღეს არ დაუსრულებია. მისი დაკითხვა მომდევნო პროცესზე განახლდება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 18:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics