კალაძე წილოსანს “აკაჩავებდა” და მამისა და ქმრის დაჭერით ემუქრებოდა-რას ამბობს ოპოზიცია?!

ოპოზიცია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ “აკაჩავა” და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

მისივე ინფორმაციით, წილოსანი ცდილობდა აეხსნა პარტიის ლიდერებისთვის, რომ კანონპროექტის ჩაგდება “სუიციდი” იქნებოდა.

ზეწოლის შესახებ საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომერლიც აცხადებს, რომ კალაძე “ქურდული გარჩევით” ცდილობდა დეპუტატების შეშინებას.

დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პირობებში წილოსანის მამის წინააღმდეგ პროკურატურაში 2013 წლიდან საქმეა აღძრული, რომელიც დღესაც არაა დახურული.

წყარო:ნიუპოსტი

banner
წინა სტატიაშიმმართველი პარტიის მიმართ ნდობა განულებულია-ადა მარშანია
შემდეგი სტატიასაკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსის ბამპერებიც თეთრი უნდა იყოს