მმართველი პარტიის მიმართ ნდობა განულებულია-ადა მარშანია

პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიმართ ნდობა განულებულია, თუმცა “პატრიოტთა ალიანსი” კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს უმრავლესობას, ჩაგდებული საარჩევნო კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა განიხილონ.

“ჩვენი მხრიდან ქვეყანას და ხელისუფლებას კიდევ ერთ შესაძლებლობას ვთავაზობთ, რომ განიხილონ იგივე კანონი უბრალოდ შეცვლილი ფორმით, მაგრამ იმ პირობებში რა პირობებშიც ეს დღეები ვიყავით და მითუმეტეს იმ ფონზე რაც გუშინ მოხდა იმის იმედი ნაკლებად გვაქვს,რომ ამას შეასრულებენ,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიქარტია ხელისუფლების მხრიდან მედიაზე გახშირებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაკალაძე წილოსანს “აკაჩავებდა” და მამისა და ქმრის დაჭერით ემუქრებოდა-რას ამბობს ოპოზიცია?!