კალაძე ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ანტისაოკუპაციო აქციებს ასახელებს

გაუფასურებული ლარი-დედაქალაქის მერი განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ელის. კახა კახა კალაძის თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი “ზედმეტად გაუფასურებულია”. კალაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ანტისაოკუპაციო აქციებს ასახელებს

“ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები.

ყველაფერმა ამან მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს, არის ძალიან ცუდი, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და რაც არის კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული,“ – ამბობს კალაძე.

დღეს დილიდან ბლუმბერგის სისტემაში ლარმა გაუფასურების უკვე ახალი რეკორდი მოხსნა. კურსი საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე სწრაფი ტემპით ეცემა, რაც დღის ბოლოს უკვე, სავარაუდპდ, საქართველოშიც აისახება.

banner
წინა სტატიაშისადაა ლოგიკა? მშენებლობის წინააღმდეგი ვინაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას ყველაფერს იაფი პიარის და ძვირი ატკატის სუნი ასდის – უგულავა
შემდეგი სტატია,,გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილია”