სადაა ლოგიკა? მშენებლობის წინააღმდეგი ვინაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას ყველაფერს იაფი პიარის და ძვირი ატკატის სუნი ასდის – უგულავა

სადაა ლოგიკა? მშენებლობის წინააღმდეგი ვინაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას ყველაფერს იაფი პიარის და ძვირი ატკატის სუნი ასდის. აშკარად ხელი ხელს ბანს – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა კახეთის გზატკეცილთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

,,ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. აეროპორტის ტრასის მარცხენა სათადარიგო გზა კომპანია ჯეუ გრუპმა გააკეთა, ხოლო მარჯვენა – Black See Group-მა. ამის მერე მერიამ ჯეო გრუპს მთლიანად კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის 42 მილიონიანი ტენდერი “უბოძა”, ხოლო Black See Group-მა მაჭავარიანის ქუჩის (112 სადაც მდებარეობს) მარშალ გელოვანის გამზირთან დამაკავშირებელი ურთულესი გზის მშენებლობის უფლება 15 მილიონად მოიპოვა ( ეს პროექტი ჩვენი დროიდან დევს დიდუბესთან დამაკავშირებელ ხიდის პროექტთან ერთად. უბრალოდ ნარმანიამ დაიკიდა). სადაა ლოგიკა? მშენებლობის წინააღმდეგი ვინაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას ყველაფერს იაფი პიარის და ძვირი ატკატის სუნი ასდის. აშკარად ხელი ხელს ბანს.
უბრალო სტატისტიკა: ჯეუ გრუპმა კალაძეს არჩევნებზე 50 ათასი ლარი შესწირა, ხოლო პირდაპირი მიყიდვით მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა. (25 ათასი ნინო კიკაბიძისგან, 25 ათასი კი გიორგი მარკოიშვილისგან მიიღო საარჩევნოდ). მოკლედ, დალპა ქვეყანა
პ.ს. მრგვალი ბაღის სილამაზის დავაში არ შევალ, ეს ყველაზე უმადური საქმეა. მთავარია ახალია, ოღონდ შადრევანი ჩართეთ. დაიწვა ხალხი სიცხისგან”, წერს უგულავა,,ფესიბუკის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაკალაძე ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ანტისაოკუპაციო აქციებს ასახელებს