კალაძე – ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?!

რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?!. ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია, ეს გრძნობა აწუხებდეთ“, – წერს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სააგენტო: ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს
შემდეგი სტატიაბარამიძე – ოლიგარქმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს დამანგრეველი პოლიტიკა