კალაძე – არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება

თბილისის მერი კახა კალაძეს აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ტრანსპორტში რეგულაციები აუცილებლად დაიცვას.

კალაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.

„ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ, არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითებიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აგენტ მერობის კანდიდატებზე – სუს-ი აკეთებს თავის საქმეს
შემდეგი სტატიაკალაძე – მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს