კალაძე – მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

„მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მინდა, ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოაწყონ და განახორციელონ შესაბამისი პლატფორმა, სადაც თექვსმეტივე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება
შემდეგი სტატიადეკანოიძე – უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო