კახი კალაძეს ოზურგეთში ელოდებიან-მზადება ვიცე-პრემიერის დასახვედრად

ვიცე-პრემიერი კახი კალაძეს ოზურგეთში ელოდებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით,
ენერგეტიკის მინისტრი დღეს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს ოფიციალურად წარადგენს. გამოცემის ცნობით, შეხვედრისთვის ოზურგეთში მზადება თითქმის ერთი საათია დაიწყო, ჭადრების ბაღში საბავშვო ბაღისა და სხვადასხვა აიპიების (მუსიკალური, სპორტსკოლა, ბიბლიოთეკებისა და სამუზეუმო გაერთიანება ) თანამშრომლები არიან შეკრებილები.
კალაძე დღესვე ნასაკირალში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს