კახი კალაძე : ვინც კანონის წინააღმდეგ წავიდა დაისჯება უმკაცრესად

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახი კალაძის განმარტებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მიმდინარეობს გამოძიება და გამიჭირდება ვარაუდით საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის მონაწილე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავიდა დაისჯება უმკაცრესად.
ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ნაციონალური მოძრაობის ნაწილი ჩართული იყო ამ პროცესში. ვისმენდით ლიდერების მხრიდან მოწოდებებს ვანდალიმზე დაკავშირებით და შეგვიძლია კადრებიც კი ამოვიღოთ, მათი ლიდერი ნიკა მელია მოუწოდებდა მათ. შეგვიძლია ვნახოთ ფეიბუქზე სტატუსები და მოწოდებები აჯანყებებზე.
საქართველოს ხელისუფლება, მთვრობა არის ლოიალური, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არავინ უნდა გამოიყენოს ბოროტად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს თავს დავუხრით, როდესაც ხელს აწევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე. ყველა იქნება მაქსიმალურად დასჯილი კანონის ფარგლებში”- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: პრემიერი პოსტის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე თბილისის მერად მისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს