კახი კალაძე: პრემიერი პოსტის დატოვებას არ აპირებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დაგვიანებული განცხადება, თანამდებობიდან მის შესაძლო გადადგომას არ უკავშირდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი მოვლენების განვითარებისთანავე შეხვედრებს მართავდა მთავრობის წევრებთან.

“ეს არის სიცრუე, სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი კვირიკაშვილი არის ღირსეული პრემიერმინისტრი, ადამიანმა ეს დაამტკიცა თავისი ქმედებებით, თავისი მუშაობით, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია. ამიტომ, ეს მოარული ხმები, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომ “პრემიერი მიდის”, “პრემიერი გადადგა”, სიმართლეს არ შეესაბამება,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.

banner
წინა სტატიაში“არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება”- ვიქტორ დოლიძე დავით უსუფაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე : ვინც კანონის წინააღმდეგ წავიდა დაისჯება უმკაცრესად