კახი კალაძე: დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლე

“ქრისტეს ქადაგება აგებულია სიყვარულზე, რაც, ერთი სიტყვით თუ აღვწერთ, დამყარებულია ჰუმანიზმზე. შესაბამისად, მისი მიმდევრების, მისი სწავლების გამზიარებლების მსოფლმხედველობა, ყოველდღიური საქმიანობა დამყარებულია მოყვასის, ადამიანის, სამყაროს და სიცოცხლისადმი სიყვარულზე. არცერთი პატარა ნაწილაკი აგრესიის, გაუცხოების და განსხვავებული ადამიანებისადმი სიძულვილის არ არსებობს იესოს მოძღვრებაში. ამიტომ, ჩვენ, ყველა, საკუთარი რწმენის და, რასაკვირველია, იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ვცხოვრობთ, საკუთარი მიწა-წყლის წინაშე, რომელსაც სამშობლოს ვეძახით, ვალდებულები ვართ გავითვალისწინოთ ელემენტარული რამ- დავრჩეთ სახლში! ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლე”, -აცხადებს ქალაქის მერი კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საკარანტინო წესები და კომენდანტის საათი ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი – ამითი გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე